შინაარსზე გადასვლა

ალფონსო დე ალბუკერკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფონსო დე ალბუკერკე
მშობლიური სახელი Afonso de Albuquerque
დაბადების თარიღი 1453
ვილა-ფრანკა-დე-შირა
გარდაცვალების თარიღი 1515
ძველი გოა
ეროვნება პორტუგალიელი
საქმიანობა მოგზაური

ალფონსო დე ალბუკერკე (პორტ. Afonso de Albuquerque; დ. 1453, ვილა-ფრანკა-დე-შირა — გ. 1515, ძველი გოა) — პორტუგალიელი მთავარსარდალი. მისმა ექსპედიციებმა პორტუგალია წითელი ზღვიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და სანელებლების (მოლუკის) კუნძულებამდე გადაჭიმულ იმპერიად აქცია. 1503 წელს ალბუკერკემ ინდოეთისკენ გაცურა და კოჩინში სიმაგრე ააგებინა. 1506-09 წლებში დაიპყრო აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე არაბული ნავსადგურები და არაბეთის ნახევარკუნძული. 1510 წელს დაიპყრო გოა, 1511 წელს მალაკის სრუტე და სპარსეთის ყურის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე ჰორმუზის სრუტე.

პირველი მოგზაურობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1503 წელს ალფონსო ალბუკერკე ინდოეთის ოკეანეში პირველად შეუდგა მოგზაურობას. მას კოჩინსა და კვილონში, რომლებსაც პილპილის პორტებს უწოდებდნენ ციხესიმაგრეების აშენება ევალებოდა.

1510 წელს ალბუკერკემ ხელთ იგდო გოა და ამით უფრო გაამყარა პორტუგალიის ექსპანსიონისტური მისწრაფებანი. მართალია, გოაში სანელებლები არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდა და მისი მეშვეობით შეიძლებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზის გაკონტროლება, ვიდრე ინდოეთის დასავლეთ სანაპირომდე. მან გოა თავის შტაბბინად გამოაცხადა და პორტუგალიელებს მოუწოდა, იქ დასახლებულიყვნენ. ნებადართული იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან ქორწინება და ცდილობდნენ კათოლიციზმი უფრო პრივილეგირებული ყოფილიყო.

იგი გარდაიცვალა 1515 წელს, ძველ გოასთან ცურვისას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]